მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო შეჭრას – ამის შესახებ, განცხადებაშია ნათქვამი რომელსაც რაგბი ევროპა ავრცელებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ რაგბი ევროპა რუსეთში საქმიანობას აჩერებს
„რაგბი ევროპა იზიარებს საერთაშორისო საზოგადოების ღრმა შეშფოთებას ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის გამო და მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო შეჭრას.
რაგბი ევროპა ღრმად არის შეშფოთებული უკრაინის რაგბის საზოგადოების უსაფრთხოებით და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.
როგორც ევროპული რაგბის მმართველი ორგანო, რაგბი ევროპა მოქმედებს მშვიდობის, პატივისცემისა და ადამიანის უფლებების ევროპული ღირებულებების შესაბამისად ოლიმპიური ქარტიის სულისკვეთებით. რაგბი ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, შემდგომი გაფრთხილებამდე დაუყოვნებლივ შეაჩეროს რაგბის ტურნირებისა და მატჩების ორგანიზება რუსეთში. ეს ეხება ნებისმიერ ასაკობრივ და სქესის კატეგორიას, ეროვნულ თუ საკლუბო გუნდებს. შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებს რაგბის ევროპის დირექტორთა საბჭო მსოფლიო რაგბისთან კონსულტაციით“, – ნათქვამია განცხადებაში.