“ვენერა რუსული პლანეტაა “- ამის შესახებ რუსეთის კოსმოსური სააგენტოს “როსკოსმოსის” ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა.მან ვენერაზე “წმინდა რუსული” მისია დააანონსა. როგოზინის განცხადება ორშაბათს Nature Astronomy-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის აირი აღმოაჩინეს, რაც პლანეტაზე მიკრობული სიცოცხლის შესაძლო არსებობაზე მიუთითებს.
“ჩვენ პროგრამაში გვაქვს ვენერას კვლევის აღდგენის თემა – ამერიკულ პროექტ “ვენერა-დ”-სთან ერთად. ჩვენ ასევე განვიხილავთ დამოუკიდებელ მისიას ვენერაზე. მიგვაჩნია, რიომ ვენერა მაინც რუსული პლანეტაა”, – განუცხადა როგოზინმა ჟურნალისტებს.
როსკოსმოსი გეგმავს ვენერაზე საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე დამოუკიდებელი ექსპედიცია გაუშვას. ვენერაზე უახლოესი მისია 2027-2029 წლებშია დაგეგმილი. ეს იქნებოდა აშშ-ის პროექტ “ვენერა-დ”-სთან ერთობლივი პროექტი, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ “როსკოსმოსი” პროექტში აშშ-ის მონაწილეობის წინააღმდეგია.





![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)









![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-100x70.jpg)