უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა დონეცკის მცხოვრებლებს უსაფრთხო რეგიონებში სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდა.ვერეშჩუკის თქმით თუ დონეცკის ოლქის მოსახლეობის ევაკუაცია დროულად არ მოხდება, შესაძლოა ისინი ელექტროენერგიის, წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩნენ.
“ადამიანების გადაყვანა უსაფრთხო რეგიონებშია საჭირო. განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების,” – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.