ვეტერანების 22-ლარიანი დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იანვრიდან ვეტერანებისთვის ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება.

“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვეტერანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით, იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება,” – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ვეტერანების დაფასება არის მომავალზე ზრუნვა.