“მე ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც საუბრობენ და ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ დაიღალნენ უკრაინაში ომით.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ომი. რომ უკრაინელები იბრძვიან რაღაც უაღრესად მნიშვნელოვანისთვის, რომ მათი ბრძოლა დაიწყო მაიდანზე, რომ ისინი იბრძვიან დასავლური სამყაროს საზოგადოებასთან შესაერთებლად. მათ სურთ, რომ უკრაინა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, როგორც დასავლური ქვეყნები და ისინი ახლა ამისთვის იბრძვიან“,

აცხადებს პოლონეთის ახალი პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი.