ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი – გვარამია სააკაშვილზე

“ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი”- ამის შესახებ, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკვე, ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები… კერძოდ ფერს. ავადმყოფური ფერია, შენელებულია, უჭირს გადაადგილება. მისი მსჯელობა უპრობლემოა არავითარი ცვლილება არ ეტყობა მსჯელობას და კომუნიკაციას. თუმცა ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი” –  განაცხადა ნიკა გვარამიამ.