“მეგობრებო, ვითარება ძალიან მძიმეა! მინდა მჯეროდეს, რომ თითოეული თქვენგანი აცნობიერებს არსებულ რეალობას! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!
თითქმის ყველა რესურსი ამოწურულია! საქართველოს მაშტაბით ფაქტიურად თავისუფალი ადგილიც კი აღარ არის, რომ მძიმე და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ პაციენტს გადაუდებელი დახმარება გაეწიოს! ამ წამებშიც 6 ადამიანი ზოგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში და ზოგი სახლში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გველოდება(რამდენიმე საათია) მე და ჩემს გუნდს, რომ იქნებ სადმე ადგილი ვიპოვოთ, რაც უკვე ძალიან ჭირს…
24 საათის განმავლობაში თქვენ გვერდით ვართ და ეს კარგად იცით! ყველაფერს ვაკეთებთ თქვენს დასახმარებლად! ღამეებს ვათენებთ და მობილიზებული ვართ მუდმივ რეჟიმში 17 კაციანი გუნდი! მინდა ის იმედი, რომელიც მედგიდი და სოფო ჯაფარიძეა, არ გადაგეწუროთ!
ძალიან მძიმეა ჩემთვის ის ფაქტი, რომ გვთხოვთ დედის, მამის, შვილის და სხვა საყვარელი ადამიანის გადარჩენას და ჩვენც შეიძლება ვერ დაგეხმაროთ!
გთხოვთ, ძალიან გთხოვთ – აიცერით!!! ამ დროისთვის ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაცია, პირბადე და დისტანციაა! დაიცავით რეგულაციები!
თუ საკუთარ თავს და ერთმანეთს არ გავუფრთხილდებით, არ ვიცი, ეს მდგომარეობა სადამდე მიგვიყვანს…”
წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ჯგუფ მედგიდის დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე.