“ეს არ არის კანონის განხილვა მარტო, ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც გუშინ იყო იურიდიულ კომიტეტზე და რომელიც დღეს იქნება საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში.
რაც შეიძლება პროტესტი უნდა იყოს დიდი, რაც შეიძლება უნდა იყოს წინააღმდეგობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის, რომ ამ კანონის მიღება ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მხარს დაუჭერს ამ კანონპროექტს ახლა, სასესიო დარბაზში დღეს, ეს ადამიანი იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების მტერი”,
აცხადებს, ევროოპტიმისტების წევრი ხატია დეკანოიძე.