„ჩვენი ქვეყნის ერთგული ვარ. ვინაა რუსი? ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა, ყველა წყეული იყოს.[…] ადამიანის ცემაზე ცუდი დედამიწაზე არაფერია. ადამიანის მიერ სხვა ადამიანზე ხელის აღმართვა და ბავშვის გალახვა, ღვთის გმობაა. ვთქვი ეს ქადაგებაში და დავგმე, გავაპროტესტე ბავშვების ცემა. ყოველდღე ვიხდი პარაკლისებს, ყოველ ღამე ვლოცულობ, ერთი წუთი არ მძინებია, ჩემი ქვეყნისთვის და ერისთვის. მღვდელი რომ დასჭირდებათ, ჩვენ გვეძახიან. რომ გარდაეცვლებათ შვილი, ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთან?! გაგვანადგურეთ მაშინ. ეს იყო კომუნისტების დროს, ანადგურებდნენ მღვდლებს. რატომ გვიყვირით აქ? ხალხი გვიყვირის“
ამის შესახებ,თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიამ განაცხადა და აქციის მონაწილეებს მიმართა.
ჭავჭავაძის გამზირზე, პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.