ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების 4 შემთხვევიდან 2 აჭარაში დაფიქსირდა, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში.
მისი თქმით, პაციენტები ხანდაზმულები იყვნენ და კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.
„4 გარდაცვლილია, მათ შორის 2 არის აჭარაში – 70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალი, თანმხლები დაავადებებით. მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთი გახლავთ 88 წლის ქალი, რომელიც თერჯოლაში გარდაიცვალა. ასევე თბილისში გარდაიცვალა 83 წლის კაცი .“,-განაცხადა ენდელაძემ.
ენდაელაძემ აღნიშნა, რომ მის ცენტრში ამჟამად 22 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.