ვინ ეკითხებოდა აქციის დაშლას ან არ დაშლას?! – გოგა ხაინდრავა გაჩეჩილაძის აღიარებაზე

“საერთოდ არ მესმის ამდენი წლის მერე ამ თემაზე საუბარი რას უკავშირდება და რა შუაშია. თან ამ საკითხის ასეთი კუთხით ჩვენება… თვითონ რას ეძებს არ ვიცი. თავის გახსენება მოინდომა ალბათ… მას ვინ ეკითხებოდა აქციის დაშლას ან არ არ დაშლას?! “ – ასე გამოეხმაურა, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, გია გაჩეჩილაძის აღიარებას, იმის შესახებ რომ 2008 წლის იანვარში “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდთან შეთანხმების შედეგად დაშალა.

„ გაკვირვებული ვარ იმით რაც წავიკითხე. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გია გაჩეჩილაძეს არანაირი კავშირი ჩვენს გადაწყვეტილებებთან არ ჰქონდა. ის არ იყო საბჭოს წევრი, არ მონაწილეობდა გადაწყვეტილებების მიღებაში. თვითონ ვის ხვდებოდა და რა ურთიერთობები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, ეს მისი საქმეა, მაგრამ იპოდრომის აქციებთან დაკავშირებით რაც მან მოყვა აბსოლუტური მარაზმია მარტივი მიზეზის გამო. ინაუგურაცია დილის 9 საათზე იყო დანიშნული და იპოდრომის აქცია დღის 12 საათზე.აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ ჩაშლიდა იპოდრომის აქცია პრეზიდენტის ინაუგურაციას. ასეთი ამოცანა ჩვენს წინაშე არ იდგა. ყოველთვის ვერიდებოდით და ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია. სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან წინააღმდეგობის 7-წლიანი ისტორია იმაზე იყო დაფუძნებული, რომ ჩვენ არასოდეს ძალადობაზე და ამ ტიპის ქმედებაზე არ გადავსულვართ. ამით განვსხვავდებით დღევანდელი ჭაობისგან, შალიკოს ფანჩატურისგან და სააკაშვილისგან.

 

აქედან გამომდინარე, ის რაზეც გია გაჩეჩილაძე საუბრობს, სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. რასაც ლაპარაკობს, თვითონ აუხსნას საზოგადოებას.არ ვიცი რა დაესიზმრა გია გაჩეჩილაძეს, მაგრამ არანაირი კავშირი რეალობასთან ამას არ აქვს. სხვათა შორის მითქმა-მოთქმა მაშინაც მაგისგან წამოვიდა. დაუფიქრებლად რაღაცას, რომ დააბრეხვებ მერე როგორც წესი შენ ახლობლებს ხვდება და ამიტომ იყო, რომ ლევან გაჩეჩილაძეს მთელი ამ წლების განმავლობაში ღმერთმა იცის რა პრეტენზიებს არ უყენებდნენ როგორც ლიდერს ჩვენი მოძრაობის და პრეზიდენტობის კანდიდატს.ეროვნულ საბჭოს და ეროვნული საბჭოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს თავი გაანებოს.

საერთოდ არ მესმის ამდენი წლის მერე ამ თემაზე საუბარი რას უკავშირდება და რა შუაშია. თან ამ საკითხის ასეთი კუთხით ჩვენება… თვითონ რას ეძებს არ ვიცი. თავის გახსენება მოინდომა ალბათ… მას ვინ ეკითხებოდა აქციის დაშლას ან არ არ დაშლას?! “ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, რომელიც წლების წინ ოპოზიციის საპროტესტო აქციების ერთ–ერთი ლიდერი იყო, ამბობს, რომ 2008 წლის იანვარში “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდთან შეთანხმების შედეგად დაშალა. 2008 წლის იანვარში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო თბილისში მრავალრიცხოვანი აქციები იმართებოდა. პრეზიდენტ სააკაშვილის კონკურენტი ამ არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძე იყო. 23 იანვარს, ინაუგურაციის პარალელურად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა და პოლიტიკოსები თბილისში იპოდრომის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის პარალელურად შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მეორე ტური უნდა გამართულიყო გია გაჩეჩილაძის ძმასა და მიხეილ სააკაშვილს შორის.

არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს ველოდებოდე, გამოირიცხა მღელვარებაც – სანიკიძე

უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ სანქციების მოლოდინი არ აქვს. "არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს...

ნიკა მელიაც უდანაშაულოდ დააკავეს და მეც – ივერი მელაშვილი ოპოზიციის აქციაზე მივიდა

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი ოპოზიციის აქციას შეუერთდა. მისი თქმით, ის ნიკა მელიას მხარდაჭერას...

ოპოზიციის აქციის გამო თბილისის 15 ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობის მიმდინარეობის გამო თბილისის...

ახლა ძალიან დაკავებული ვარ, ჩართვა მაქვს იაპონიასთან – ელისო ბოლქვაძე

ქართული ოცნების დეპუტატი ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა პროკურატურის შეთავაზება სამართლებრივად გამართული. მისი თქმით,...

მელია თვითონვე ჰყავთ ძალით ჩასმული ციხეში – ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია ციხეში...

არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასსა და ნიკა მელიას...

თუ მელიას მიზანი ციხეში მემუარების წერა და განათლების გაღრმავებაა, ვერ შევზღუდავთ – ღუდუშაური

უმრავლესობის წევრი ალიდა ღუდუშაური ამბობს, რომ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებით ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. მისი განცხადებით, თუ...

საქართველოს ეკონომიკა იანვარში 11.5%-ით შემცირდა

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო