ვინ ჩააცმევს რუსებს: ქვეყნიდან წასულ ევროპული ტანსაცმლის ბრენდებს ირანული და ინდური ჩაანაცვლებენ

რუსეთიდან წასული ცნობილი უცხოური ტანსაცმლის  ბრენდების ნაცვლად ბაზარზე ირანული და ინდური ბრენდების შესვლას ელოდებიან. სად წავიდეთ შოფინგზე?სვამს კითხვას  რუსული ტელეარხი РБК და პასუხობს, რომ რუსული ქალაქების სავაჭრო ცენტრების დაცარიელებულ მაღაზიებს ირანული და ინდური ბრენდები დაიკავებენ, რომელიც ამ დრომდე რუსი მომხმარებლისთვის უცნობია.

რუსეთის სავაჭრო ცენტრების ასოციაციაში აცხადებენ, რომ პროცესი დაწყებულია. ირანული ტანსაცმწლის მწარმოებლები და რითეილერები უკვე მიიწვიეს რუსეთში, რათა ბაზრის თავისებურებებს გაეცნონ. ახლო მომავალში შეიძლება პირველი 30 მაღაზია გაიხსნას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ბრენდებზეა საუბარი. ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირანული მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ჯერჯერობით რუსეთში დიდი თანხების ინვესტირება არ სურთ და მზად არიან  გამოთავისუფლებული ნიშა ადგილობრივი დილერებისთვის საკუთარი მზა პროდუქციის მიყიდვით დაიკავონ. ვინ გაიღებს მარკეტინგულ ხარჯებს სრულიად უცნობი ბრენდების მომხმარებლისთვის გასაცნობად, ჯერჯერობით გაურკვეველია.

ჩნდება კითხვები ხარისხთან და სტილთან დაკავშირებითაც. РБК–ს ჟურნალისტები იმედს გამოთქვამენ, რომ ირანული ბრენდები რუსული ბაზრის თავისებურებას გაითვალისწინებენ და მისთვის შესაბამის მოდელებს დაამზადებენ.

2018 წლიდან ირანში ტანსაცმლის იმპორტი სანქციების გამო აკრძალულია, თუმცა როგორც გაირკვა, არსებობს ადგილობრივი ადგილობრივი ტანსაცმლის მწარმოებელი ფაბრიკები. სწორედ მათ შესთავაზეს რუსეთს საკუთარი თავი ცნობილი ევროპული ბრენდების გასვლის შემდეგ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ქვეყნიდან 160 ბრენდი გავიდა, რომელთა შორის მსოფლიოში ცნობილი ტანსაცმლის ბრენდები არიან. სხვადასხვა გათვლებით სავაჭრო ფართების 40%–მდე დამქირავებლის გარეშე დარჩა. რუსეთში მსჯელობენ, როგორ ჩაანაცვლონ ისინი.

ჟურნალისტების ინფორმაციით, იგეგმება ინდური  ბრენდების ბაზარზე შესვლაც. საუბარია არა ტრადიციულ ინდურ სამოსზე, არამედ  საერთაშორისო მომხმარებლის მოთხოვნასთან ადაპტირებულ ტანსაცმელზე. ამ ეტაპზე ათამდე ბრენდის შესვლა განიხილება. ჯერჯერობით რუსეთში არსებულ ინდურ მაღაზიებში კოლორიტული ინდური ტანსაცმელი იყიდება – ძირითადად აბრეშუმის და ტილოსი, ყოველდღიური მოხმარებიისთვის გამოსადეგი ტანსაცმელი კი ნაკლებია.  РБК–ს ჟურნალისტები ამ დროისთვის რუსულ ბაზარზე არსებულ ინდურ ტანსაცმელს უხარისხოს უწოდებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ინდოეთი რუსულ მასმარკეტზე გათვლილ ხარისხიან პროდუქციას შეიტანს, რომელიც  ფართო მომხმარებელს დააკმაყოფილებს და რუსი მყიდველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ვინ ჩააცმევს რუსებს სანქციების პირობებში? ამ კითხვაზე პასუხი სულ უფრო რთულდება.

ადგილობრივი რუსი დიზაინერები ბაზრის ათვისებას ახლო მომავალში ვერ შეძლებენ. რუსული მედია ამბობს, რომ რუსი დიზაინერების პროდუქცია ძირითადად ვიწრო სეგმენტზეა გათვლილი და ძვირია. ფართო მომხმარებლისთვის მასობრივი წარმოების დაწყება კი რუსეთში რთულია და წლები დაჭირდება: არ არსებობს შესაბამისი კადრები და მათ გაზრდას დიდი დრო უნდა, არის ძაფების და ნაჭრების დეფიციტი. წარმოების აწყობას კი ამ ყველაფერთან ერთად ინვესტიციები ჭირდება, რაც რუსეთში ახლა სერიოზული პრობლემაა.

დააკავეს 60 წლის კაცი, რომელსაც ახალგაზრდა ქალები გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

პოლიციამ ახალგაზრდა ქალების გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავა. სავარაუდო დამნაშავის...

როსავიაციამ რუსულ ავიაკომპანიებს თხოვა,ზოგიერთი რუსული თვითმფრინავით საზღვარგარეთ არ იფრინონ

როსავიაციამ გააფრთხილა რუსული ავიაკომპანები  ზოგიერთი რუსული თვითმფრინავის საზღვარგარეთ გაფრენის რისკების შესახებ РБК–ს წყაროს ცნობით  საქმე...

უკრაინა და შეერთებული შტატები განიხილავენ იარაღის ერთობლივ წარმოებას-ერმაკი

უკრაინა და შეერთებული შტატები ამუშავებენ გეგმას იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების...

სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ იგეგმებოდა ფარცხალაძის გამოყენება მომავალ არჩევნებზე-სამადაშვილი

“ლელო საქართველოსთვის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე იგეგმებოდა ოთარ ფარცხალაძის გამოყენება....

3 ოქტომბრიდან ნორვეგია რუსულნომრიან მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ ნორვეგია აძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს და...

რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდი ხომალდების რაოდენობა გაზარდა – უკრაინის სარდლობა

"რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდი ხომალდების რაოდენობა გაზარდა" - შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის...

უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორიის საზღვრები! – უკრაინა ორბანს პასუხობს

"უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორიის საზღვრები! " - ასე პასუხობს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო...

სუს-მა პრევენციისთვის გააკეთა განცხადება – ირაკლი ზარქუა

"რადიკალები ემზადებიან რევოლუციური სცენარისთვის. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, უბრალოდ არ გამოვიდა, ხალხი არ აყვა....

მეცნიერები: დედამიწა 250 მილიონი წლის შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახდება

როგორც ჩანს, კაცობრიობას კიდევ ერთი მიზეზი გამოუჩნდა, რომ სწრაფად მოძებნოს პლანეტა დაკვირვებად სამყაროში, რომელიც შესაფერისია განსახლებისთვის და იქამდე მისაღწევად რაიმე გზა შეიმუშაოს, რადგან დრო...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

სოფი ლორენს სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა

იტალიელმა მსახიობმა სოფია ლორენმა შვეიცარიაში, საკუთარ სახლში, აბაზანაში დაცემის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა. 89 წლის მსახიობს ბარძაყის ძვლის რამდენიმე სერიოზული მოტეხილობა აქვს– განუცხადა მისმა იმპრესარიომ...