ვისაუბრეთ სააკაშვილის პატიმრობასა და 30 ოქტომბრის არჩევნებზე – ნიკა მელია ელჩებთან შეხვედრაზე

“ვისაუბრეთ სააკაშვილის პატიმრობასა და 30 ოქტომბრის არჩევნებზე “- შეხვედრა სასტუმრო Rooms-ში უკვე 1 საათია მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, სენატის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. მათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში ექნებათ.

შეხვედრა უკვე დატოვეს ენმ-ის წევრებმა, ნიკა მელიამ და თინა ბოკუჩავამ, მათ მედიასთან დეტალებზე არ უსაუბრიათ თუმცა პარტიის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა რომ ძირითადი თემა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და 30 ოქტომბრის არჩევნებს ეხებოდა.

“საკითხი ძირითადად ეხებოდა 30 ოქტომბრის არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ელჩები არიან არანაკლებ დეტალურად ინფორმირებული ვიდრე თითოეული ჩვენგანი”, – ამბობს მელია დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ.