“ვითხოვთ ყველას ყურადღებას, ვისაც აწუხებს საქართველოს ბედი მთელი მსოფლიოს მასშტაბით,
საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა:

პრორუსული მმართველი პარტია აპირებს მიიღოს რუსული კანონი “უცხოური გავლენის აგენტების”შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ჩაახშოს, დააშინოს, დააპატიმროს და საჯაროდ დაამციროს ქართული სამოქალაქო საზოგადოება და ყველა, ვინც გაბედავს გააკრიტიკოს ხელისუფლება.

შემოთავაზებული კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ნებისმიერი პირი, ჯგუფი, ან მედიასაშუალება, რომელიც მოქმედებს საქართველოში და იღებს საერთაშორისო დაფინანსებას, დარეგისტრირდეს, როგორც „უცხოური აგენტი“.
თუ ეს კანონი დამტკიცდება, ასიათასობით სოციალურად დაუცველი ქართველი, მათ შორის გაჭირვებული ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ძალადობის მსხვერპლები (განსაკუთრებით ქალები და ბავშვები), ლგბტქ თემი, დევნილები რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, პენსიონერები, უსახლკაროები დარჩებიან პირველადი დახმარების გარეშე.

ტერმინი „აგენტი“ უარყოფითი კონოტაციის მატარებელია, რაც, შეიძლება, მნიშვნელოვნად მოქმედებდეს საზოგადოების აღქმაზე. ხელისუფლების მიზანია “გაშავება”, დისკრედიტაცია და მარგინალიზაცია იმის მტკიცებით, რომ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები  და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საზოგადოების გაუმჯობესებაზე მუშაობს, კონტროლდებიან უცხოური სუბიექტების მიერ და ღალატობენ ქვეყნის ინტერესებს.

იარლიყი “უცხოური გავლენის აგენტი” დამამცირებელია. კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის დაწესებული მკაცრი ჯარიმების მიუხედავად, დაახლოებით 100-მა ორგანიზაციამ უკვე დადო პირობა, რომ არ დარეგისტრირდება როგორც „უცხოური აგენტი“.

რუსული კანონის ამოქმედება ნიშნავს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვისა და წინსვლის შეფერხებას, მით უმეტეს, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია. ამ კანონპროექტით მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან აახლოვებს და, ამავე დროს, აშორებს მას დასავლელი მოკავშირეებისგან.
ქართველებს გადაწყვეტილი აქვთ, გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები; მოსახლეობის 84%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის უმთავრეს მიზანს. საქართველოს აქვს ამ მიზნის მიღწევის ისტორიული შესაძლებლობა და ქართველ ხალხს აქვს გადაწყვეტილი მისი რეალობაში მოყვანა.

ჩვენ ვართ ძლიერები, თუმცა, თქვენი დახმარება გვჭირდება. გთხოვთ, ისაუბროთ ამ საკითხზე, გაავრცელოთ, განიხილოთ, დაეხმაროთ გარშემომყოფებს ცნობიერების ამაღლებაში და დაუდგეთ გვერდით ქართველ ხალხს. Საქართველოს თქვენი დახმარება სჭირდება და ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს.”

“ქართული ოცნების” რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მოძრაობა “სირცხვილია” მიმართვას ავრცელებს.

ოცნების ერთ–ერთი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოში ჩეჩენი ბიზნესმენი და გროზნოს ყოფილი მერი იმყოფებოდნენ

ქართული ოცნების რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ფეისბუქზე წერს,  რომ საქართველოში იმყოფებოდნენ ჩეჩენი ბიზნესმენი, გროზნოს...

“ივანიშვილის მთავრობა ამ გეგმის აღსრულებაში ეხმარება რუსეთს“…–ლაშა ბუღაძე

კლაუზევიცის ცნობილი აზრის მიხედვით, ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა მეთოდებით... ანუ ნებისმიერ ომს პოლიტიკური...

ტაივანის სრუტეში აშშ-ისა და ჩინეთის სამხედრო ხომალდები ლამის ერთმანეთს შეეჯახა (ვიდეო)

კანადურ-ამერიკული ერთობლივი მისიის დროს ჩინეთის სამხედრო ხომალდი ტაივანის სრუტეში კინაღამ შეეჯახა ამერიკულ გამანადგურებელს. ამის...

ვაგნერელებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ ბახმუტი – მალიარი

"ქალაქ ბახმუტში მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ ვაკონტროლებთ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნებს. ვაგნერელებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ...

ყურადღებით ვაკვირდებით მათ საქმეებს, ვინც პარლამენტთან აქციაზე დააკავეს – აშშ-ის საელჩო

"აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის...

ვინახულეთ დაკავებულები, დღევანდელ აქციას მონიტორინგს გავუწევთ – ომბუდსმენის მოადგილე

"ვინახულეთ დაკავებულები, დღევანდელ აქციას მონიტორინგს გავუწევთ" - ამის შესახებ, სახალხო დამცველის მოადგილემ ელენე ღუდუშაურმა ფორმულასთან...

3 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ზელენსკიმ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე  თავშესაფრების შემოწმების ბრძანება გასცა

მას შემდეგ, რაც  რამდენიმე დღის წინ უკრაინაში საჰაერო დაბომბვას 9 წლის გოგონა, მისი დედა...

ლევან ნიშნიანიძეს პატიმრობა გაუხანგრძლივეს, ოჯახს საჭმლის შეგზავნის უფლება არ მისცეს – გირჩი-მეტი თავისუფლება

გუშინ, 2 ივნისს პარლამენტთან დაკავებულ ლევან ნიშნიანიძეს პატიმრობა ხვალამდე გაუხანგრძლივეს და ოჯახს საჭმლის შეგზავნის...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...