ვის ჭირდება მიტინგები, სად ჩარჩნენ – ნინო წილოსანი გამართულ აქციაზე

“ვინ დგას?! ვინ გამოდის, რა მუხტი აქვთ?! მისი თქმით, მიტინგის მონაწილეები 90-იანებიდან ვერ გამოვიდნენ.”- ქართული ოცნების წევრი, ნინო წილოსანი აქციის მონაწილეების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“ან ვინ დგას, ან ვინ გამოდის, ან რა მუხტი აქვთ.. ვის ჭირდება მიტინგები , სად ჩარჩნენ, რატომ ვერ გამოვიდნენ ამ 90-იანებიდან. დემოკრატია კომპექსური პროცესია- ხალხი, ხელისუფლება, ოპოზიცია, ინსტიტუტები. დემოკრატიის დაზიანება შეუძლია როგორც ხელისუფლებას ისევე ოპოზიციას, სწორედ ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიის დაზიანებად აღიქვამენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ბარიერ გადალხული პარტიების არ შესვლას პარლამენტში , რადიკალიზმია – თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებით საერთოდ არ ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესებში. ეს არის ღალატი მათი ამომრჩვლის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის არჩეული კურსის- დასავლურ დემოკრატიაზე უარის თქმა”, – წერს წილოსანი facebook-ზე.