“ვიფიქროთ, ხომ არ უნდა გადავხედოთ მხარდაჭერის საკითხს” – ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ ბრიუსელში, ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრის, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ მოწვეული კონფერენციის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
“მე ვფიქრობ, რომ აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ იყო სპეციფიკური იმ მომენტიდან, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის წევრობა სურდა. შესაბამისად, ევროატლანტიკური მისწრაფებები აქვს საქართველოს და ჩვენ ამაში მხარს ვუჭერთ. ამის მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ ის, რომ უზრუნველგვეყო საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი რუსეთისგან, მაგრამ ამ ბოლო დროის განმავლობაში ნათლად ვხედავდით, უკან გადადგმულ ნაბიჯებს, ჩამოშორებას დასავლეთისგან, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია და ვისაუბრეთ სემინარის განმავლობაში ამაზე დღეს. ამ ტიპის გადადგმული ნაბიჯები უკან, როდესაც კომბინირდება ძალიან უხეშ თავდასხმაზე აშშ-ზე, ეს გახლავთ უპრეცედენტო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ გვაიძულებს ეს, რომ ვიფიქროთ, ხომ არ უნდა გადავხედოთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის საკითხს და რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ანტიდასავლური ტრენდი, რომელიც აფერხებს საჭირო რეფორმების განხორციელებას და ამ ტიპის პირადული თავდასხმები აშშ-ზე ამას გვაფიქრებინებს. შესაბამისად, უნდა მოვძებნოთ გზები, როგორ შეგვიძლია ვითამაშოთ პოზიტიური როლი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და შესაბამისად იმას, რომ დავუჭიროთ მხარი საქართველოს მიერთებას კოლექტიური დასავლეთისკენ. უნდა გადავხედოთ, დავაკვირდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ წესებს, შესაბამისად, ხელს უწყობენ დასავლეთისგან ჩამოშორების პროცესს და შესაბამისად, გადავხედოთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც შეგვიძლია გადავდგათ იმისთვის, რომ გავუმარტივოთ საქართველოს გზა”,- განაცხადა იან კელიმ.