ვიცით, ქართული საზოგადოება მზადაა ყველაფერი გააკეთოს წარმატებისთვის – გერმანიის საელჩო EU-ზე

“ვიცით, ქართული საზოგადოება მზადაა ყველაფერი გააკეთოს წარმატებისთვის” – საქართველოში გერმანიის საელჩო ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

“მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის”, – წერია განცხადებაში.