“მინდა მივმართო პოლიციელებს და გდდ-ს თანამშრომლებს, ყველა თქვენი ლოკაცია ჩვენთვის ცნობილია, ვიცით, რომელი სასტუმროს სარდაფში ხართ, რომელი სახელმწიფო [უწყების] სარდაფში ჩაგიყვანათ ბიძინა ივანიშვილმა, ჩაყუჟულები, რაღაცნაირად ჩაკეტილები და ნუ გააკეთებთ იმას, რომ ვერ შეხედოთ თვალებში მეზობლებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს.
დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლოს ამ ადამიანებს მოაკითხავენ მათი ოჯახის წევრები. ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ, რომ ეს იყოს მშვიდობიანი დერეფანი და სათითაოდ წაიყვანენ სახლში, რომ ეს ადამიანები არ გადაიქცნენ საერთო ეროვნული რისხვის ობიექტად, ეს არ უნდა მოხდეს, თქვენც ქართველები ხართ, დარწმუნებული ვარ გონს მოეგებით. თვითონ გდდ-ს თანამშრომლები გვატყობინებენ, სად არიან, რომელ… არ დავასახელებ სახელებს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ორგანიზატორებმა ვიცოდეთ. ისინი გვეუბნებიან სად ჩაიყვანეს და ძირითადად ჩაყვანილი ჰყავთ სარდაფებში, ნუ ჩამომათვლევინებთ შენობებს, ერთ-ერთი სასტუმროს სარდაფშიც არიან.
გარწმუნებთ, ეს სხვა ვითარებაა, დღეს სხვა საქართველოა, თქვენ ვერავის ვერ ცემთ დღეს, ვერავის გაუჩეხავთ თავს, ერთადერთი შეიძლება თქვენ დაგემართოთ ეგ და ეგ რომ არ დაგემართოთ, ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ იყოს მშვიდობიანი დერეფანი, ამ დერეფანში მოგაკითხონ ოჯახის წევრებმა და წაგიყვანონ სახლში, ისე რომ არ გახდეთ ქართველი ხალხის რისხვის ობიექტი.”
აცხადებს მურთაზ ზოდელავა.