გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მასალებიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კონსტანტინე ღიბრაძე, იგივე “დიჯეი კოკო” მეგობარ გოგოს წერს, რომ თავდაპირველად აგარაკზე შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც მას “ეე დიჯეი” დაუძახეს.
მისი თქმით, ნახალოვკელები ვახო ჩიქოვანს გადაეკიდნენ, იუბილარი ანა გაბეჩავა კი სიცრუეში შეიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რა სიცრუეზე საუბრობს დიჯეი.
მეგობარი გოგო პასუხობს, რომ იცის, ვინ გამოიძახა ჯგუფები ნახალოვკიდან და ვინ გაეკიდა გიორგი შაქარაშვილს. დიჯეის თქმით, არ იცის, რა ინტერესი ჰქონდათ ნახალოვკელებს მათ მიმართ.
ამ დრომდე გავრცელებული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნახალოვკიდან დასახმარებლად რაგბისტები ვახტანგ ჩიქოვანმა გამოიძახა.
ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში სხეულზე მკვრივი- ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ არ იქნება მიყენებული.
ამ საქმეზე შსს–მ 17 პირი დააკვა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. პირველი სასამართლო პროცესი 30 ივლისს გაიმართება. მანამდე პროკურატურამ მტკიცებულები უნდა შეაგროვოს.