ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი – იმნაძე

“ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი ” -განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

“მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი. ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან ბაბუებთან და ყველამ თავის ოჯახში აღნიშნოს, ძალიან ვიწროდ, ახალი წელი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება, ალბათ, მთელი ცხოვრების მანძილზე, ყველა სხვა ახალი წლისაგან, იმიტომ, რომ გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი. “- განაცხადა პაატა იმნაძემ.