უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა. შემთხვევა კიევთან ახლოს მოხდა. მის მანქანას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას მისი პრესსამსახურის წარმომადგენელი, სერგეი ნიკიფოროვი ავრცელებს. ზელენსკი ექიმებმა გასინჯეს – მას სერიოზული დაზიანებები არ აქვს.
პრეზიდენტის ესკორტის თანმხლებმა ექიმებმა მძღოლს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს.