უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ, ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ პირველად ესაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინს ტელეფონით. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელმაც.
- “მე მქონდა ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, რომ ეს ზარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.