ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს რძალი 96 წლის მამამთილსა და მის ადვოკატზე. დღეს მას პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.
ვიდეოს მთავარი არხი ავრცელებს:
https://www.facebook.com/TvMtavari/videos/759519588310109
შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
ბრალდებული მარინა ახალაური აცხადებს, რომ არა თვითონ, არამედ მამამთილი ძალადობს მასზე.