ვრცელდება ვიდეო რომელშიც ჩხოროწყუს სკოლის მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს

ჩხოროწყუს ერთერთი სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები “შაბათობაზე” დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პოლიცია იძიებს.  ვიდეოს ადგილობრივი მედია ათინათი ავრცელებს.

“პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე. ახლა რა მოხდა სინამდვილეში – ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა. გაუგებარია, როგორ არ მოიძებნა მერიის შენობაში არავინ, ვინც, შეაჩერებდა ამ მარაზმს და ბავშვებს არ მოუწევდათ იმ სიბინძურის წმენდა”, – წერს მოქალაქე.

​ინფორმაციას ადასტურებენ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში. როგორც რადიო “ათინათს” ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთი მშობლისგან გაიგო, რომელმაც დასუფთავების ამსახველი ვიდეო გამოუგზავნა. ლია ჯალაღონიას თქმით, ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა სამინისტროს და საქმე მოკვლევის ეტაპზეა.

“ინფორმაცია მაქვს, მაგრამ დაზუსტებული არაა, როგორ რანაირად, პოლიცია უკვე იძიებს, სამინისტროს ვაცნობეთ და მოკვლევის ეტაპზე ვართ. ბავშვებს როცა შევხვდი ნაწილი ამბობს, რომ სათამაშოდ წაგვიყვანესო, ნაწილი კი რომ დასასუფთავებლად იყვნენ. ცუდი ფაქტია, მით უფრო კორონავირუსის პირობებში. აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ბოლომდე. სკოლის პოზიცია ისაა, რომ მოვიდნენ გავაყოლეთ ბავშვები, გვეგონა, რომ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქცია და დაუფიქრებლად გადავდგითო ეს ნაბიჯი. მოვიდა ქალბატონი, გამგეობას აქვსო ეს პროექტი და რამდენიმე სკოლა იღებს მონაწილეობასო, დავუჯერეთ და ბავშვებიც სიამოვნებით წავიდნენ. რა პროექტებზე და დასუფთავებაზეა საუბარი პანდემიის პირობებში. მე წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, მესამე დღეს მშობელმა ჩამიგდო ვიდეო. როგორც კი გავიგე, ვაცნობე სამინისტროს, დამავალეს ამ ყველაფრის მოკვლევა”, – განუცხადა ლია ჯალაღონიამ რადიო “ათინათს” .

 

 

ვახო სანაიას ტვინის შერყევა აქვს

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ის ამ დროისთვის ამატებით კვლევებს...

ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას დაკავებამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია – ტუსკი

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს. "ნუ დავივიწყებთ...

სამართლებრივი ნონსენსია – მელიას ადვოკატი პროკურატურის შეთავაზებაზე

ნიკა მელიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი პროკურატურის შეთავაზებას ეხმიანება. პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია...

დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს – ღარიბაშვილი სანაიაზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით...

თუ მელია გირაოს გადაიხდის, პროკურატურა მზადაა, პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვოს

პროკურატურა მზადაა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს პატიმრობის შეცვლის...

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო...

“საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გავდივართ” – რითი ხსნის იმნაძე ვაქცინის დაგვიანებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ შესაძლოა კოვაქსის პლატფორმიდან ვაქცინის...

ვლოცულობ, რომ უფალმა მას და მის ოჯახს მშვიდობა მიმადლოს – მეუფე მელქისედეკი სანაიაზე

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო