ვუყურებთ სასიკვდილოდ განწირულ ადამიანს, მოგვეკითხება! – გურული და გეგეჭკორი სააკაშვილზე

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმები, ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ.

ისინი ილია ჭავჭავაძის მოთხრობას “სარჩობელაზედ” იხსენებენ და ამბობენ, რომ საზოგადოებამ ძალისხმევა უნდა გააერთიანოს, რათა ზვიად გამსახურდიას ისტორია არ განმეორდეს.

“ვისაც ილიას „სარჩობელაზედ“ გულდასმით წაუკითხავს, კარგად ეხსომება გულუბრყვილო პეტრე, რომელსაც ახალგაზრდა კაცის ჩამოხრჩობა უხეირო ხუმრობა ეგონა, მასში მონაწილე მღვდელი და ჯალათი მასხარები, რადგან ვერ დაეჯერებინა რომ მხიარულად მოღრიანცელე ბრბო ადამიანის სიკვდილს ასე აგდებით უყურებდა.

-დილამდე რომ სულ ეგრე იქნივო ფეხები, მაინც არ დაგიჯერებ- იმშვიდებდა თავს პეტრე.
ალბათ გახსოვთ ამ დიდებული მოთხრობის ფინალიც, როცა ჩამოხრჩობილის ძმამ გულუბრყვილო პეტრეც დაადანაშაულა.
-მე რა შუაში ვარო! – შეშინდა მოხუცი.
-მართლაც და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოსო – იკითხა ილიამ და ჩვენ დაგვიტოვა ეს კითხვა საპასუხოდ.
-ჩვენ რა შუაში ვართ; დამნაშავეა და პასუხი აგოს! და რაც ყველაზე მთავარია, ისევ ის უდარდელი ხორხოცი სიკვდილთან პირისპირ დარჩენილი ადამიანის ცქერისას. ასე იყო მაშინაც, იმ ბნელ 90-იანებში, როცა გულგრილად დავტოვეთ „სარჩობელაზედ“ პრეზიდენტი გამსახურდია. ჩვენ რა შუაში ვიყავით?

პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – გვაცნობა მისმა პირადმა ექიმმა.
-თაფლსა და წვენს მიირთმევს სააკაშვილი, მეტი საქმე არა აქვს თავი მოიკლას –
იმშვიდებს თავს მავანი ქართველი და თავისივე ხუმრობით გამხიარულებული უდარდელად უყურებს სასიკვდილოდ განწირულ ადამიანს. ჩვენ ვდუმვართ ბებერი პეტრესავით და თავს ვიმშვიდებთ, რომ ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენ რა შუაში ვართ? ვართ! მოგვეკითხება!

ზუსტად ისე, როგორც უკვე მოგვეკითხა ყველას ერთად. ყველას, ვინც 93 წლის 31 დეკემბერს ახალი წლის სუფრასთან შევხვდით და მარტო შევატოვეთ ხიბულაში „სარჩობელას“ პრეზიდენტი გამსახურდია. მოგვეკითხა დაკარგული ახალგაზრდობით, სამუდამოდ დაკარგული ტერიტორიებით, ასიათასობით ლტოლვილით, ემიგრაციაში გაქცეული თაობებით. და ამიტომ, ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რომ მორიგი „სარჩობელა“ ავიცილოთ თავიდან. ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ჩვენ გვჭირდება, ჩვენს სინდისს, რომ ის საბედისწერო კითხვა, რომელიც ილიამ დაგვიტოვა, ისევ ახალ თაობას არ დავუტოვოთ თავის სამტვრევად”,– წერემ ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მისი თქმით, სააკაშვილს სისხლის იშვიათი დაავადება აქვს, რაც მის მდგომარეობას უფრო ართულებს.

სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმიანება ოპოზიციის ნაწილისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ძალოვანი უწყებები...

ან მოსახლეობა გათავისუფლდება გავლენებისგან, ან მთავრობა სავალდებულო აცრას შემოიღებს – ცერცვაძე

"თუ რაღაც რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, დიდხანს ამ სიტუაციის შენარჩუნებაც ძნელი...

არასდროს საზოგადოება არ დაგვიყვია პოლიტიკური ნიშნით – კალაძე

"ბოლო 4 წლის განმავლობაში ორ მილიონამდე დახმარების მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს განაცხადი...

ოცნებას ყურადღება ზუგდიდზე გადააქვს, რათა გადაიფაროს თბილისის პროცესი – ხუხაშვილი

"ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ძალიან ჰგავს საომარი მოქმედებების ტაქტიკას, თავისი პროპაგანდისტული საინფორმაციო, საარტირელიო...

ე.წ. კოალიცია ვერ მოაგვარებს პრობლემებს, საკრებულოში ოცნება უმრავლესობითაა – კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების მსგავსად ამბობს, რომ ნიკა მელიას...

მდინარაძე ამტკიცებს, რომ 5 ივლისს პოლიციამ ორკებს “ვერ მიუსწრო”

ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 5 ივლისს, როდესაც მთელი დღის განმავლობაში პრორუსული,...

COVID-19-ს ემსხვერპლა 42 ადამიანი, დადასტურდა 4467 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 467 ახალი შემთხვევა, ხოლო...

არ მახარებს, რომ სააკაშვილი ციხეში ზის, მაგრამ მან პასუხი უნდა აგოს – იოსელიანი

"ნამდვილად არ მახარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში, იმიტომ, რომ ის იყო საქართველოს ორგზის...

პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია. ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“...

აშშ–ში ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...