“ზედახორა თვითმფრინავში, არანაირი პირბადე, არანაირი დისტანცირება თბილისის აეროპორტში“–რა ხდებოდა რომი–თბილისის რეისზე

სოციალური ქსელის ერთ–ერთი მომხმარებელი ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ასახულია თბილისის აეროპორტი გუშინდელი რომი–თბილისის რეისის ჩამოსვლის შემდგე. ამ რეისმა იტალიიდან საქართველოში იქ დარჩენილი მოქალაქეები ჩამოიყვანა. ფოტოზე ჩანს, რომ მგზავრებს შორის არანაირი დისტანცია და უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის. გუშინ ჩამოსულ მგზავრთა ნაწილი კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

“ეს არის ჩვენი საზოგადოება. ამათი შეგნების იმედად არის მთავრობა და მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის რომ სწამთ ამიტომ კიდევ ბევრი წელი ვერ წავალთ წინ. გუშინ შესრულდა რეისი რომი თბილისი. არანაირ დისტანციას არ იცავდნენ თქვენი მოქალაქეები და ბოლოს იტალიელი მებაჟეები ხელით წევდა ხალხ რომ დისტანცია დაეცვათ. ზედახორა თვითმფრინავში, არანაირი ჯვარედინა ჯდომა, არანაირი პირბადე, ერთჯერადი ხელთათმანი არ დაახვედრეს. იყვნენ ეკიპირებული საკუთარი სურვილით და მაღალი შეგნების მქონე მოქალაქეები, რომელიც მგზავრთა 5% ს შეადგენდა. არანაირი დისტანცირება ასევე თბილისის აეროპორტში, რა ფოტოსაც ხედავთ მაგის დასტურია. და აი ახლა 2 თვე კარანტინში მყოფი ადამიანი, რომელიც ჯანმრთელი ჩამოვიდა იტალიიდან თუ დაინფიცირდება ეს მხოლოდ თქვენი ინფანტილიზმის, დაუგეგმავობის, ტყუილების, არაკომპეტენტურობის გამო მოხდება და ვერ გადამირჩებით მერე!!!!“ –წერს ფეისბუქზე მარიკა წულუკიძე.