ზედმეტი თვითკმაყოფილება იყო, საკმარისი არ გავაკეთეთ პუტინის შესაჩერებლად – ტრასი

დიდმა ბრიტანეთის საგარეო მინისტრი, ლიზ ტრასი აცხადებს, რომ ადრე საკმარისი არ გააკეთეს პუტინის შესაჩერებლად.

“ზედმეტი თვითკმაყოფილება იყო. ჩვენ არ გავაკეთეთ საკმარისი იმისათვის, რომ გამოგვეწვია ვლადიმერ პუტინი და ახლა ვხედავთ ამ საზარელ დანაშაულებს, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონს”, – ამბობს ის BBC-ის ცნობით.

მისივე განცხადებით, დიდი ბრიტანეთი “ხელმძღვანელობს“ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მცდელობებს.

ტრასი აღნიშნავს, მას სურს დაინახოს უფრო მკაცრი სანქციები ბანკებთან, ნავთობთან და გაზთან დაკავშირებით.

„თუ ის [პუტინი] წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ჩვენ ვიხილავთ უარეს განადგურებას აღმოსავლეთ ევროპაში“,- ამბობს ბრიტანეთის საგარეო მინისტრი.