ზელენსკიმ ვიქტორ მედვედჩუკს და კიდევ სამ პირს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს და კიდევ სამ პირს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

“უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე, ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციის შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, ჩამოვართვა მოქალაქეობა ოთხ ადამიანს: ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩსა და რენატა კუზმინს. თუ სახალხო დეპუტატები ირჩევენ, ემსახურონ არა უკრაინელ ხალხს, არამედ უკრაინაში შემოსულ მკვლელებს, მაშინ ჩვენი ქმედებები იქნება შესაბამისი”, – თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 2022 წლის 12 აპრილს დააკავა.