ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი ოფიციალურად გაიწვია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ოფიციალურად მოაწერა ხელი.

31 მარტის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა:

“არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვისთვის და არიან ისინიც, რომლებიც ამაოდ კარგავენ დროს თანამდებობების შესანარჩუნებლად. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთისთვის – მოძებნეთ სხვა სამსახური”. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, ზელენკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევაზე პირველად პირველ მარტს განაცხადა და ეს ქმედება საქართველოს ხელისუფლების “ამორალური პოზიციით” ახსნა სანქციებთან დაკავშირებით.