”მაშინ როდესაც საჭმელი არაფერია, ცივა, მთლიანი ინფრასტრუქტურა განადგურებულია, ამით ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხი ზარალდება. ალტერნატივა არის მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდომა. შეიძლება, ზელენსკი თავს კარგად გრძნობს, მე ამას შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ.. გამოვიდა მაისურით და რაღაც გაურეცხავი მოსაცმელით დადიოდა დიდი ხანი, შექმნა კარგი შთაბეჭდილება. შეხვდა ვიღაცებს, ხელი ჩამოართვა, 200 მილიონი დოლარი მისცეს, ჰაიმერსები და კიდევ ჯაველინები. მისთვის უფრო მარტივია, ის ნაჭამია და ალბათ ელექტროენერგიის გარეშეც არ იტანჯება. მილიონობით უკრაინელი იტანჯება და ნახავთ, ორ წელიწადში მოსახლეობა მას დაადანაშაულებს – “რატომ ქენი ისე, რომ ომი დაწყებულიყო”. აქ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მართალი ან მტყუანი – რატომ მიმდინარეობს შენს ტერიტორიაზე ომი?!”
აცხადებს, ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო.