უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება.
“მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიას ძალიან დროული და საჭირო გადაწყვეტილებისთვის დაეხმაროს უკრაინას. 4.5 მილიარდი დოლარი – ეს საერთო თანხაა. პირველი ნაწილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობით მივიღებთ იანვარში. დახმარების პაკეტის ძირითად ნაწილს გაზაფხულზე ველოდებით”, – აცხადებს ზელენსკი.