ზელენსკის მივმართავ, იქნებ მიხეილ სააკაშვილს ლაგამი ამოსდოს – ზარქუა

“ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა დაუმორჩილებლობის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს, სააკაშვილს “ლაგამი ამოსდოს”.

„ვოლოდიმირ ზელენსკის მივმართავ, იქნებ, თავის ჩინოვნიკს, მიხეილ სააკაშვილს ლაგამი ამოსდოს, რადგან უფრო არაადეკვატური გახდა. ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა დახია და შემდეგ უკრაინაში სახურავებზე დარბოდა, მერამდენე წელია, თავის მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს? ეს ნორმალური არ არის.

მიხეილ სააკაშვილის უაზრო განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან თხოვნა და მოთხოვნა მექნება, რომ იქნებ, ლაგამი ამოსდონ. სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც კანონი უზენაესია, განურჩევლად სტატუსის, მრწამსის თუ რელიგიური მიმდინარეობის. ნებისმიერი ადამიანი, ვინც დადგენილ ნორმებს დაარღვევს, სანქციებს თუ ჯარიმებს დაექვემდებარება. სახელმწიფოს პროვოკაცია არ უნდა მოვუწყოთ და ინსტიტუციები არ უნდა ჩამოვშალოთ. ვინც ამაზე მიდის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯებს დგას”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუმორჩილებლობის აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ მას მიესალმება.

“ჩვენ უნდა შევაგუოთ ისინი რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ შევასრულებთ შეზღუდვებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ გადავიხდით მათ ჯარიმებს, რომელსაც თავის თავს არ უწერენ. ჩვენ არ შევასრულებთ მათ რეგულაციებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ”,– დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლარიზაცია უფრო გაღრმავდა – ევროკავშირი

ევროკავშირის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო გაღრმავდა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო...

ტელეწამყვან ვახო სანაიას თავს დაესხნენ – დაკავებულია 3 პირი

ფორმულას ტელეწამყვანს ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შემთხვევა...

სანქციების დაწესების არანაირი მოლოდინი არ გვაქვს – პაპუაშვილი

უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების საკითხი სამართლებრივად გამართულია, ამიტომ სანქციების...

ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად ივანე მაჭავარიანი და დავით ზალკალიანი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად დავით ზალკალიანი და ვანო მაჭავარიანი დანიშნა. „ჩვენ გვეყოლება დღეიდან ორი ვიცე-პრემიერი - დავით ზალკალიანი და ივანე...

25 თებერვალი: დადასტურდა COVID-19-ის 362 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12...

სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საერთაშორისო თანამეგობრობას "ობიექტური ინფორმაციას" აწვდის. მისი თქმით,...

იმედგაცრუებული ვარ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხილვით – სენატორი მენენდესი

ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი ნიკა მელიას დაკავებას დემოკრატიის უკუსვლად აფასებს. „იმედგაცრუებული ვარ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის...

ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის და ერის გაერთიანება – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და განაცხადა, რომ საქართველოს გზა დემოკრატიაზე...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო