პრეზიდენტ ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა საინფორმაციო ტელემარათონის დროს ისაუბრა იმ პირობებზე, რომლითაც უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად.
”გაიყვანეთ [ჯარები], დადექით სადმე საზღვრიდან მოშორებით და შემდეგ დავიწყებთ საუბარს”, – თქვა პოდოლიაკმა.
“ყველაფერი, რაზეც რუსეთი საუბრობს, ეს მოლაპარაკებებზე არ არის. ეს არის ხალხის კვნესა, რომლებიც ხვდებიან, რომ ისინი აგებენ, რომ ისინი საცოდავად გამოიყურებიან, მაგრამ სურთ ან ოპერატიული პაუზა მიიღონ, ან როგორმე გაჩერდნენ სადმე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
უკრაინამ უნდა განსაზღვროს, როდის დაიწყება მოლაპარაკებები. არ შეიძლება, რომ შეიარაღებული ძალები ეფექტურად მუშაობდენ ხერსონის რეგიონში და ამ დროს ვიღაც გვთავაზობდეს მოლაპარაკებას ისე, რომ დამარცხებულმა რუსეთმა მაინც მიიღოს რაღაც, ანუ მიიღოს მთელი რიგი ტერიტორიები“ – განაცხადა პოდოლიაკმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ კომპენსაცია უნდა მიიღოს რუსეთისგან, ხოლო უკრაინაში ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირები საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და დაისაჯონ.
“ელიტები უკვე იწყებენ ურთიერთობების და იმის გარკვევას, ვინ გადაიხდის უკრაინაში შეცდომებისთვის, რადგან ელიტას ესმის, რომ ეს ასე უბრალოდ არ ჩაივლის […] ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს და ეს არ იქნება მხოლოდ პუტინი. “- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა.