“იმის გამო, რომ ზელენსკის ამ წუთში აქვს წარმოუდგენლად მაღალი მორალური ავტორიტეტი მთელ სამყაროში, მან შეიძლება ბიძგი მისცეს ზეწოლას გარედან ივანიშვილზე და ეგ არის ამ წუთში ერთადერთი შანსი იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით ამ წუთში სხვა რესურსს ვერ ვხედავ”
ასე აფასებს “გირჩი- მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს.