“ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ ზელენსკის განადგურება” -The Economist უკრაინის ხელმძღვანელობაში არსებულ კონფლიქტზე

ჟურნალმა Economist-მა გამოაქვეყნა ახალი სტატია უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის შიდა დაპირისპირების შესახებ, რომელიც, მისი შეფასებით, ჩიხში შესული  კონტრშეტევის ფონზე იზრდება.

გამოცემის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის ურთიერთობებს მასთან დაახლოებული პირები აფასებენ როგორც “საშინელს“.

კამათი კონტრშეტევის შედეგების შესახებ

პირველად, მათი უთანხმოების შესახებ ცნობები გასულ ზაფხულს გამოჩნდა. ზალუჟნის ბოლოდროინდელი გულწრფელი ინტერვიუ Economist-ში, რომელშიც მან გამოაცხადა, რომ ომი ჩიხშია, კონფლიქტი საჯაროდ გამოიტანა, წერს Economist.

ზელენსკი  საჯაროდ გამოეხმაურა ზალუჟნის სტატიას. მოგვიანებით მიცემულ ინტერვიუში მან, როგორც ჩანს, გააფრთხილა მთავარსარდალი, რომ სამხედრო საქმეებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და არ ჩაერიოს  პოლიტიკაში.

მთავრობის მაღალჩინოსანმა წყარომ უთხრა Economist-ს, რომ ღია კონფლიქტი პრეზიდენტსა და მთავარსარდალს შორის ჩიხში შესული კონტრშეტევის პროგნოზირებადი  შედეგია,  რომელიც გეგმის მიხედვით არ წარიმართა.

მისი აზრით, ზალუჟნი  შესაძლოა არაგონივრულად მოიქცა, როდესაც მან დაიწყო ღიად წავიდა  პრეზიდენტის უფრო ოპტიმისტურ ი საჯარო პოზიციის წინააღმდეგ, თუმცა, მთავრობაში ნაკლებად თუ შეეძლო ვინმეს მის მოსაზრებებთან შეკამათება.

ახლა საკითხავია ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა კონტრშეტევის წარუმატებლობაზე. „პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათი გენერლები საბჭოთა გაწვრთნილი იდიოტები არიან. გენერლები კი ამბობენ, რომ იდიოტები არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ ყველაფერში ჩაერიონ. გამარჯვებას ყოველთვის ბევრი მამა ჰყავს, მაგრამ ჩიხში პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა“, – ასე ხსნის სიტუაციას  გამოცემის თანამოსაუბრე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სისხლის სამართლის საქმე სამხრეთ უკრაინის დაცვის შესახებ  ნათქვამია სტატიაში. იქ რუსმა სამხედროებმა შეძლეს სწრაფი და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება 2022 წლის თებერვალსა და მარტში, იხსენებს Economist.

ვინ დათმო სამხრეთი? ეს კითხვა უკრაინაში აქტუალურია.

რუსეთის წინსვლას უკრაინელი დეზერტირები ეხმარებოდნენ, ხიდები არ ააფეთქეს, თავდაცვის გეგმების საწინააღმდეგოდ და ჯარი ცუდად იყო მომზადებული.

ზოგიერთი ცნობით, ზალუჟნი  ფიგურირებს  გამოძიებაში, როგორც მოწმე, მაგრამ “ეს შეიძლება გადაიზარდოს რაღაც უფრო სერიოზულში და პოტენციურად ბრალდების წაყენების რისკმა ზალუჟნი უნდა აიძულოს კონტროლს დაექვემდებაროს, წერს Economist. მთავარსარდლის გამოსვლა მედიაში შეიძლება თავის დაზღვევად ჩაითვალოს,  ვარაუდობს უკრაინის გენერალური შტაბის წყარო.

ზალუჟნის არ გამოუვლენია რაიმე პოლიტიკური ამბიციები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის საფრთხეს არ უქმნის ზელენსკის, აღნიშნავს გამოცემა. გამოკითხვების თანახმად, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის პრეზიდენტის ნდობა 32%-მდე დაეცა, რაც ზალუჟნის ნდობის ნახევარია (70%). პრეზიდენტზე მაღალი რეიტინგი აქვს უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელს კირილ ბუდანოვსაც (45%).

ვის აწყობს ეს?

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი აქტიურად ცდილობს ისარგებლოს უკრაინაში შიდა პოლიტიკური დაძაბულობით. კამპანიები, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფზე, მიზნად ისახავს რუსეთის მხარდაჭერის გაძლიერებას, დასავლეთის მიმართ ნდობის შელახვას და ასევე უკრაინაში უკმაყოფილების გაზრდას.

უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ რუსულმა პროპაგანდამ პოპულარობის მოპოვება დაიწყო, რადგან მას ჰქონდა საკმარისი მასალა სამუშაოდ. უკრაინას პრობლემები აქვს კორუფციასთან დაკავშირებით, ხელმძღვანელობა ხშირად არაეფექტურია და არის პრობლემები ეკონომიკის ომის  რელსებზე გადაყვანის კუთხით, ამბობს  გამოცემის თანამოსაუბრე.

თუმცა, ის შიშობს, მხოლოდ რუსეთი მიიღებს სარგებელს, თუ ზელენსკის მოაშორებენ:  „ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი საკმარისად არ არის შეშფოთებული რუსული საფრთხის გამო და ეს მაბრაზებს. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ, გაანადგურონ ზელენსკი და ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება“.