ზუგდიდში ვერა ქობალიას კანდიდატურა არ განიხილება, განიხილება მურთაზ ზოდელავა — დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად არა ვერა ქობალია, არამედ მურთაზ ზოდელავა განიხილება.

“ვერა არის ჩემი მეგობარი და მივიჩნევ, რომ ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია საქართველოში და არა მხოლოდ, საქართველოს ფარგლებს გარეთ. სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ მქონდა ვერასთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის… ვისურვებდი რაღაც კონფიგურაციით, რომ ვერა ყოფილიყო ამ პოლიტიურ მოცემულობაში, მაგრამ ვერას კანდიდატურა დღეს ზუგდიდში არ იხილება. გვყავს რამდენიმე კანდიდატი, 2-3 შემიძლია გითხრათ. ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც განიხილება ძალიან აქტიურად, ეს არის ბატონი მურთაზ ზოდელავა”, — თქვა დეკანოიძემ ფორმულას ეთერში.

მან დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა ბაღდათი-თერჯოლა-ზესტაფონი-ტყიბულის მაჟორიტარულ ოლქში განიხილება. რაც შეეხება თელავს, აქ საბარია გიორგი ბოტკოველზე, რუსთავში — დავით კირკიტაძეზე, ხოლო საჩხერე-ჭიათურაში — გიორგი კაპანაძეზე. კობა ნაყოფიასთან დაკავშირებით კი ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ის “სამეგრელოს წიაღში მოიაზრება ყოველთვის”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენმ განიხილავს ზუგდიდში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი უგულავას კონკურენტი დაუყენოს. გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს შეიძლება ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია იყოს.

საერთაშორისო სკანდალია, საქართველოში არ შემომიშვეს – დმიტრი გორდონი

უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი ადასტურებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ის Instagram-ის პირად...

კი დაგაყენათ ციხიდან მესამე პრეზიდენტმა “სმირნაზე”! – ჩარკვიანი “ოცნებას”

"კი დაგაყენათ ციხიდან მესამე პრეზიდენტმა "სმირნაზე"! ასე ეხმიანება პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი...

გავრილოვი ჩამოჰყავთ და გორდონს არ უშვებენ! მეტი როგორ აგიხსნან პრიორიტეტები? – ხოშტარია

"გავრილოვი ჩამოჰყავთ და გორდონს არ უშვებენ! მეტი როგორ აგიხსნან საკუთარი პრიორიტეტები?" ასე ეხმიანება თბილისის ვიცემერობის...

ვაკის პარკის კასკადი განახლდება, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო – კალაძე

"ვაკის პარკის კასკადი განახლდება, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო " - განაცხადა თბილისის მერმა,...

დმიტრი გორდონსა და მის ცოლს საქართველოს აეროპორტიდან ადეპორტებენ – დეკანოიძე

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონსა და მის ცოლს საქართველოს...

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში – EPP

„ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს....

ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ – პაპუაშვილი...

"ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც...

აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები – მდინარაძე აქციაზე

"აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები"- განაცხადა ''ქართული ოცნების'' ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა...

პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია. ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“...

აშშ–ში ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...