ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 12:13

ზურაბიშვილისთვის სააკაშვილის შეწყალების დავალება, არაკორექტულია, ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაა – წილოსანი

არაკორექტული იყო ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლის დავალება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის დამნაშავე და რომელიც სამართლიანად იხდის სასჯელს.

ეს იყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა და გარკვეულ წილად კანონის უზენაესობის პრინციპის, ასე ვთქვათ, არასწორი ინტერპრეტირება.

ამავდროულად ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი სინქრონულად ხომ არ ხდება და მას ნამდვილად ეს ხომ არ ჭირდებოდა გარკვეულწილად დავალებასავით მიეღო, რომ შემდეგ მისი არა და არასდროს გადაეთქვა.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებაზე, რომლითაც მან  პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოა.