სალომე ზურაბიშვილი კარგად დარბის და შეიძლება, ამ მარშს შეუერთდეს. მარტო იმიტომ, რომ ფიზიკურად კარგად დარბის, თორემ მის შეერთებას არსად არაფერში მეტი აზრი არ ექნება. ამიტომ, გინდ ადგილზე იმარშონ, გინდ თავიდან ბოლომდე, თბილისიდან ბოლომდე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს მხოლოდ სამხიარულო საყურებელი იქნება, ევროინტეგრაციისთვის საქმეს კი ჩვენ ვაკეთებთ.

განაცხადა ივანიშვილის დეპუტატმა და  მოძრაობა ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მარშს შეუერთდება.