ზურა დათუნაშვილი სერბეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა

ზურა დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა მოჭიდავემ ფინალში სულთანოვი დაამარცხა, რომელიც დანიის სახელით გამოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ ზურა დათუნაშვილმა საქართველო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა და მას შემდეგ სერბეთის სახელით ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.

გეგეშიძესთან ინციდენტის შემდეგ ქართველი სპორტემენი იძულებული გახდა, ასპარეზობა სხვა ქვეყნის სახელით გაეგრძელებინა. დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან ასპარეზობს.

2020 წლის 6 დეკემბერს გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.