ზურა ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექცია შევიდა და მასალები შსს-ს გადაუგზავნა

ზურაბ ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექცია დღესაც მივიდა. ჯაფარიძის თქმით, ინპექციის  თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ ეს დარღვევის მეორე შემთხვევაა და მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნიან.

“მკითხეს, ისევ ეწევი თუ არა კომერციულ საქმიანობას აქ, მე ვუთხარი, რომ კი, ბარია ჩემი და მითხრეს, რომ ეს არის მეორე შემთხვევა და მასალებს გადავუგზავნით შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამაზე დავიშალეთ”, – თქვა ჯაფარიძემ.

შრომის ინსპექციის წარმომადგენელის თქმით, შსს ამ საკითხზე განმარტებას გააკეთებს.

“განმეორებითობის მასალები გადაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ისინი გააკეთებენ თავის განმარტებას. გუშინ აღნიშნულ ობიექტზე დაფიქსირდა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, შესაბამისად, იქნა ორგანიზატორი იდენტიფიცირებული, რომელიც იყო ფიზიკური პირი და მის მიმართ იქნა გამოყენებული შესაბამისი სანქცია. დღეს დაფიქსირდა აღნიშნული პიროვნების მიერ განმეორებით არანებადართული საქმიანობის განხორციელება”,– თქვა მან.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბარს თუ დალუქავენ, ის მაინც გახსნის და მანამდე ამუშავებს, სანამ დააპატიმრებენ.

ჩამოვალ, ვიმუშავებ 1 ლარად, ერთი პირობით” – რა პირობით ჩამოვა გიორგი ფხაკაძე საქართველოში

"ჩამოვალ, ვიმუშავებ 1 ლარად, ერთი პირობით"- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცახდებს. მისი...

ღარიბაშვილის ჩინელი პარტნიორების ფოთთან კავშირის გამო ანაკლიის პორტს აშენება არ უწერია – ბუაძე

პარტია ლელოს წევრი საბა ბუაძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ანაკლიის...

პლებისციტის მოდელზე დათანხმება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება – სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის აზრით, ოპოზიცია პლებისციტზე არ უნდა დათანხმდეს. "ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში...

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის...

საარჩევნო რეფორმა ვერ მოხსნის წინასაარჩევნო პერიოდის პრობლემებს – იოსელიანი

მოქალაქეების ლიდერი, ლევან იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებები, რომელიც 2 მარტს დაინიცირდა, წინასაარჩევნო პრობლემებს ვერ...

“თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს” – რუსთავის ციხესთან მელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

"თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს"- ამ ლოზუნგით რუსთავის ციხესთან, აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები,...

ივანიშვილს წინ დაუდეს სანქციების მუქარა, მოუწევს მელიას გათავისუფლება – სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციებით დაემუქრნენ, ამიტომ ნიკა მელია...

პარლამენტი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მოსმენას გამართავს

პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მოსმენას გამართავს. ამის შესახებ, პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო