ზუსტად ვერ გავიგე [შეხვედრის დატოვების] მიზეზი – ვაშაძე ნათელაშვილზე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებებზე პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხით განიხილება, ამიტომ არ ესმის, რატომ დატოვა შალვა ნათელაშვილმა მოლაპარაკება.

“პატივს ვცემ ბატონ შალვას, მე ზუსტად ვერ გავიგე მიზეზი, მაგრამ პატივს ვცემ. მან დატოვა, ჩვენ ვიმუშავეთ მთელი დღე და ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას”,– ამბობს გიორგი ვაშაძე შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, მოლაპარაკებას მაშინ დაუბრუნდება, როცა პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების საკითხებს პირველ რიგში განიხილავენ.