თადუმაძემ გიგაურისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის სასამართლოს მიმართა – TI

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, შალვა თადუმაძემ გიგაურისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის სასამართლოს მიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა ( TI ) ავცრელებს.

    • “შალვა თადუმაძე სარჩელით ითხოვდა, რომ მის დიპლომთან დაკავშირებით ეკა გიგაურს, სასამართლო დავის დასრულებამდე, საჯარო საუბარი აკრძალვოდა.
    • პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, შალვა თადუმაძეს განუმარტა, რომ აღნიშნულზე დათანხმება  ადამიანის კონსტიტუციურ უფლებაში უხეში ჩარევა იქნებოდა”, – წერია საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადებაში.

“იგი ეწინააღმდეგება, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ  უფლებადამცველი ორგანიზაციებისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითი უკვე არსებობს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების სახით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდი საფრთხე შეექმნება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტ”.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით საჯარო უწყებებიდან მიღებული არაერთი დოკუმენტი შეისწავლა, რამაც კონკრეტული კითხვები გააჩინა.

დიპლომს აქვს შემდეგი პრობლემები: 

  • მასში მითითებულია, რომ თადუმაძე ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წელს მიიღო;
  • 1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. საეჭვოა ამ ასაკში პირს საშუალო სკოლის დასრულება და შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლების მოპოვება მოესწრო;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას 2003 წელს ეწოდა, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს.