თავდასხმები, რომლებიც ჟურნალისტებზე ვნახეთ, შოკისმომგვრელია, განსაკუთრებით იმის გამო, კარგად იყო ორგანიზებული – დეგნანი

“თავდასხმები, რომლებიც ჟურნალისტებზე ვნახეთ, შოკისმომგვრელია, განსაკუთრებით იმის გამო, კარგად იყო ორგანიზებული “- ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

”ყველას, ვისაც დემოკრატიის სწამს ესმის, რა ცენტრალურ როლს ასრულებს თავისუფალი მედია ჯანსაღ, დემოკრატიულ სისტემაში. მრავალფეროვანი, პლურალისტური მედია უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას, მათ ინფორმირებულ არჩევანს. თავდასხმები, რომლებიც 5 ივლისის შემდეგ ჟურნალისტებზე ვნახეთ, შოკისმომგვრელი და ძალიან შემაშფოთებელია. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ისინი კარგად იყო ორგანიზებული, ჟურნალისტებისადმი იყო მიმართული და იყო იმ ქცევის ნაწილი, რომლის ჩამოყალიბებასაც წელიწად-ნახევარზე მეტია თვალს ვადევნებთ.

საჭიროა მკაფიო მესიჯი მათ მიმართ, ვინც ჟურნალისტებზე და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ამ თავდასხმის ორგანიზატორია. საქართველოში ეს კონსტიტუციით დაცული უფლებაა და ის დაცული უნდა იყოს. იმედი მაქვს, ამ კამპანიის განმავლობაში იქნება მკაფიო მესიჯები, რომ დაცული იყვნენ ჟურნალისტები და უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ მათ თავისი საქმე უსაფრთხოდ, დაშინების, ძალადობის და ორგანიზებული თავდასხმების შიშის გარეშე შეასრულონ.” – ამბობს კელი დეგნანი.

დარწმუნებული ვარ, ენმ-სა და ოცნებას შორის მოლაპარაკებები დაწყებულია – ნათელაშვილი

"იპსოსის ე. წ რეიტინგები ტრადიციული ურცხვობის კულმინაციაა. არაა დასამალი რომ მმართველ და ე.წ. მთავარ...

როცა პრემიერობიდან გადავდექი, ათონის მთაზე წავედი, რათა დეტოქსი განმეცადა – ღარიბაშვილი

30 წლის ასაკში ვკურირებდი მთელ ძალოვან ბლოკს - მაშინ სამინისტრო იყო ერთიანი, შედიოდა სახელმწიფო...

ყველა მრუშ და მამათმავალ ეპისკოპოსს 2 დღეს ვაძლევ გადასადგომად – დეკანოზი ილია

"ორი დღის ვადას ვაძლევ ყველა მრუშ და მამათმავალ ეპისკოპოსს, გადადგნენ კათედრებიდან, ანუ დატოვონ ეპარქიები,...

თალაკვაძე ფიქრობს, რომ ოცნება “ყველაზე საქმიანი და პროგრესული” პარტიაა

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძის აზრით, "ქართული ოცნება" არის "ყველაზე საქმიანი და პროგრესული პოლიტიკური პარტია...

როცა გასაკრიტიკებლები იქნებიან, გავაკრიტიკებთ – მდინარაძე ელჩებზე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც კარლ ჰარცელს დიპლომატიური...

სუს-თან ახალგაზრდები კინოჩვენებას აპირებენ, ტერიტორია სპეცრაზმით გაავსეს – დეკანოიძე

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ახალგაზრდები კინოჩვენებას აპირებენ,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 19:07 საათზე სქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ...

თქვენს საყვარლებს გახადეთ კაბები, მათთან იტუტუცეთ – მამა ათინოგენე

ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბალბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათინოგენე...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...