” თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება” – ჟურნალისტები მზია ამაღლობელს შემშილობის შეწყვეტას სთხოვენ

მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ.

“მზია, ჩვენ, შენი მეგობრები და კოლეგები, პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ფასდაუდებელია. გვჯერა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, ერთად გასაკეთებელი, წინ გვაქვს. მე-11 დღეა შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს. ყველანი შენ გვერდით ვართ, შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალამოცემულები, და გთხოვთ, იფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება”, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, რეჟიმის პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო.

“ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და პროტესტის ნიშნად ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც შიმშილობა გამოაცხადა”- წერს ავსაჯანიშვილი.

მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს კიდვ ერთი პატიმარი, რეზო კიკნაძეც.

ნეტგაზეთის და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი 1 კვირაა შიმშლობს და მხოლოდ წყალს იღებს.