“თავს იმაზე კარგად ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ!“–ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის აივანზე ნიღაბი დემონსტრატიულად, კამერების წინ მოიხსნა და შენობაში ისე შევიდა. მანამდე კი, დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” ამერიკელებს მოუწოდა, არ შეუშინდნენ კოვიდ-19-ს, დაავადებას, რომლის გართულებებით ამერიკაში თითქმის 210 000 ადამიანი გარდაიცვალა.

“არ შეგეშინდეთ კოვიდის. ნუ მისცემთ მას უფლებას თქვენს ცხოვრებაზე დომინირების” – დაწერა “ტვიტერზე” 74 წლის პრეზიდენტმა საავადმყოფოდან წასვლამდე. დონალდ ტრამპის თქმით, ის თავს ახლა უფრო უკეთ გრძნობს, ვიდრე 20 წლის წინ.

პრეზიდენტ ტრამპს კოვიდ-19-ის დიაგნოზი პარასკევს დაუსვეს. მან სამი დღე მერილენდის შტატის ქალაქ ბეტესდაში, უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში გაატარა, სადაც მას ინტენსიურ მკურნალობას უტარებდნენ.

შონ კონლიმ, მისმა ექიმმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი თეთრ სახლში გაგრძელდება. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ ტრამპის ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხე ჯერ შეიძლება, ბოლომდე გასული არ იყოს.

პრეზიდენტს საავადმყოფოში სტეროიდ “დექსამეტაზონით” მკურნალობენ, რომელიც კოვიდ-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს ენიშნება. ტრამპს ასევე უსხამენ “რემდესივირს”. ეს უკანასკნელი დაავადების დასაწყისში ინიშნება და პროტოკოლით, ხუთდღიან მკურნალობას მოიცავს.

პრეზიდენტს ასევე მისცეს ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციას ჯერ არ დაუმტკიცებია. ეს არის “რეჯენერონი”, პოლიკლონური ანტისხეულების ე.წ. კოქტეილი.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მიღებული გამოცდილების მიუხედავად, პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიისთვის დარჩენილ დროში, კვლავ აგრძელებს ვირუსული პანდემიის ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოჩენას. ის ხშირად საჯაროდ დასცინოდა ოპონენტ ჯო ბაიდენს ნიღბის ტარების გამო.

შეერთებულ შტატებში საყოველთაო არჩევნების ოფიციალური თარიღი 3 ნოემბერია. თუმცა, ნაადრევი კენჭისყრა უკვე დაიწყო და საარჩევნო ოლქების მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის გამო, ელექტორატის თითქმის ნახევარი ხმას ადრე მისცემს, ან ფოსტით, ან უბანზე ფიზიკურად მისვლით.

კოვიდ-19-ზე ანალიზს სისტემატურად იღებს რესპუბლიკელი პრეზიდენტის დემოკრატი ოპონენტი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. მიმდინარე თვეში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ორი დებატებია ჩანიშნული, 15 და 22 ოქტომბერს. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ის ავადმყოფობის მიუხედავად, შემდეგ დებატებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

კიდევ ერთი დებატებია დაგეგმილი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. ხვალ, 7 ოქტომბერს, ერთმანეთს რესპუბლიკელი მაიკ პენსი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატი სენატორი, კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან. დებატების მოდერატორი იქნება სიუზან ფეიჯი (USA Today).

დებატების ორგანიზატორი, ტრადიციულად, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო დებატების კომისიაა. კომისიის ორპარტიული საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიცე-პრეზიდენტების დებატებში 9 სეგმენტი იქნება, რომელთაგან თითოეულს 10-10 წუთი დაეთმობა.

წყარო: ამერიკის ხმა

მინისტრი აღარ ვიქნები, ვიქნები პარლამენტში – თეა წულუკიანი

„მე იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა თეა წულუკიანმა...

თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას – ადამ კინზინგერი საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება

"თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას"- ასე ეხმაურება, აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი...

ცესკო-სთან პოლიციამ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სამი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შსს-ში.როგორც...

ცესკოსთან პოლიციასა და ახალგაზრდა ლეიბორისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ცესკო-სთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ...

სამტრედიაში „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვა პარტიებს – ჟორჟოლიანი

"თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ წყალტუბოსა და სამტრედიაში „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე...

ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს...

სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბაღდათის სერვისცენტრის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. მათი...

საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა – კონგრესმენი დევიდ პრაისი

„საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა “ - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო