თალიბანის ცნობით, ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას, 11 ადამიანი ემსხვერპლა

თალიბანის ცნობით, ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას, 11 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ცნობით, გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები და ქალები. აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ პენტაგონში. მათი განცხადებით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა აშშ-სთვის უცნობია.

აშშ-ს ოფიციალურმა პირმა განუხადა როიტერს, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

დღეს ავსტრალიამ, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ქაბულის აეროპორტში ტერაქტის მაღალი საფრთხის გამო მოუწოდეს თავიანთ მოქალაქეებს, ტერიტორია დაეტოვებინათ.

ცნობისთვის, თალიბანმა მოქალაქეების ევაკუაციისთვის ქვეყნებს ვადა 31 აგვისტომდე მისცა. ამ ეტაპზე ევაკუირებულია დაახლოებით 96 ათასი ადამიანი.

ათასობით პირი კვლავ იცდის აეროპორტის შიგნით და გარეთ, იმ იმედით, რომ ქვეყნიდან გაფრინდება.