თამარ ბაჩალიაშვილი სუს-ის ყოფილი თანამშრომლისგან დავალებებს იღებდა – მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი თამარ ბაჩალიაშვილს დავალებებს მეხსიერების ბარათით აძლევდა. რამიშვილმა, პროკურატურაში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი მიიტანა, სადაც აღნიშნული პიროვნება დეტალურად აღწერს, თუ როგორ უგზავნიდა თამარ ბაჩალიაშვილს „ფლეშკებს“ და აძლევდა გარკვეულ მითითებებს. ადვოკატს  მედიასთან სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ვინაობა არ დაუსახელებია.

“მე დღეს მოვიტანე ერთი გამოკითხვის ოქმი, რომელიც 3 აგვისტოთი თარიღდება, როდესაც სუს-ის თანამშრომელი დამიკავშირდა და რომელიც გამოკითხვის ოქმში პირადად, დეტალურად, აღწერს, როგორი ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან, როგორ გადასცემდა მას გარკვეული წლების წინ, “ფლეშკებს” და როგორ აძლევდა მას მითითებებს. ამიტომ მოვედი, რომ დავეხმარო გამოძიებას. მე ყველაფერი ვიცოდი, ყველაფერს ვაკვირდებოდი და მაინტერესებდა, გამოძიება რას მოიმოქმედებდა. გადავცემ გამოძიებას გამოკითხვის ოქმს, მივუთითებ გვარებს და სახელებს, რაც გამოკითხვის ოქმში წერია და დაველოდები, რას მოიმოქმედებს გამოძიება. ეს ადამიანი ახლა არ მუშაობს, მაგრამ როდესაც მუშაობდა დაკავებული იყო იმ სფეროსთან, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერებთან და პროგრამებთან. იმ ადამიანის, მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით, ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით მე აუცილებლად მივმართავ საქართველოში მყოფ ყველა ელჩს იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი სხვა ინფორმაციაც მაქვს. მე იმასაც არ დავმალავ, რომ ბაჩანა ლობჟანიძესთანაც მქონდა გუშინ კონტაქტი და ამ ადამიანის სახელისა და გვარის გაგების შემდეგ, მას ჰქონდა სურვილი, რომ შემხვედროდა, მაგრამ დღეს მთელი დღეა ტელეფონი გამორთული აქვს”,-განაცხადა რამიშვილმა.

მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი- მომღერალ სოფო გელოვანს კორონავირუსმა ხმა წაართვა

"მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი"-  ამის შესახებ მომღერალმა სოფო გელოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეს მე...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 18:47 საათზე, საქართველოში მიწისძვრა...

კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რამდენიმე დღე დარჩა და იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა – სააკაშვილი

"კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს...

“ორი მძევალ-სპიკერი ჰყავდა მძარცველს და ორივე ნაცი“–ქართული ოცნების პიარ მრჩეველი

ქართული ოცნების პიარ მრჩეველი, ლაშა ნაცვლიშვილი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლების აყვანის ფაქტს ფეისბუქ...

ჩვენი ურთიერთობები კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია- ალიევი საქართველოზე

ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ...

მივიღეთ პირობა, რომ 22:00 საათზე რესტორნების დახურვის საკითხი გადაიხედება – რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელისა და ვიცე-პრეზიდენტის, შოთა ბურჯანაძის თქმით, 22:00 საათზე რესტორნების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს....

როგორ გადასცა ავთანდილ გალდავამ თანხა თავდამსხმელს – ვიდეო

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადასცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ თანხა ზუგდიდში...

გლდანის ციხის საკარანტინე სივრცეში ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

გლდანის #8 დაწესებულების საკარანტინე სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. პენიტენციური სამსახურში  აცხადებენ, რომ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო