თანაგრძნობას გამოვხატავ დაღუპულთა ახლობლების მიმართ – ლავროვი

რუსეთის საგარეო მინისტრი, სერგეი ლავროვი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ფონზე ამტკიცებს, რომ არ ამართლებს არცერთ ქმედებას, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას იწვევს. ინფორმაციას TASS ავრცელებს.

მისი თქმით, “ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია”, ამიტომ გარდაცვლილთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

“ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია, ნებისმიერი საომარი მოქმედებები, სამწუხაროდ, დაკავშირებულია მსხვერპლებთან. და არა მხოლოდ სამხედროებს შორის, არამედ სამოქალაქო პირებშიც. ჩვენს სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობენ სპეცოპერაციაში, აქვთ მკაცრი ბრძანება, გამოიყენონ მხოლოდ მაღალი სიზუსტის იარაღი ჩახშობისთვის.

სამხედრო ინფრასტრუქტურა და ის ყაზარმებიც კი, სადაც უკრაინელი სამხედროები არიან განლაგებული, არანაირ თავდასხმას, რაიმე დარტყმას არ ექვემდებარება. მე შემიძლია მხოლოდ თანაგრძნობა გამოვხატო დაღუპულთა ახლობლების, მეგობრების მიმართ”,- ამბობს ლავროვი.

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. რუსული ჭურვები ხვდება საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ კორპუსებს, ბავშვთა სახლებს და სხვა ინფრაქტუქტურას. უკრაინის განცხადებით, რუსეთი სამხედრო დანაშაულს სჩადის. ამ დრომდე რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.