თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსი 14 წლის ბავშვს დაუდგინდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მისი თქმით, დაინფიცირების წყარო ოჯახის წევრია.
,,ეს ინფიცირებული ადამიანი ოჯახს უკავშირდება. მისი ოჯახის ორი წევრი გუშინ უკვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დადებითი პასუხით გადაიყვანეს. ინფიცირებული 14 წლის ბავშვია. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, თუმცა პნევმონია ვერიფიცირებული არ არის“, – განაცხადა ბექაიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოზარდს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 გარდაიცვალა, 46 კი გამოჯანმრთელდა.