თბილისის მერია თბილისში ძლიერ ქართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ხეები წაიქცა, რამაც ელექტროსადენები დააზიანა, მარიჯანის ქუჩაზე კი კედელი ჩამოიშალა.
“თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა. საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222.” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.